„წელიწადის დროები“ - ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინგლისური ენის შთამბეჭდავი გაკვეთილი
21-02-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ხალისით ნასწავლი წელიწადის დროები - „Seasons“ და  თვეები­ - „The Months“  შეაჯამეს. ინგისურ ენაზე სიმღერები შეასრულეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, გაკვეთილის დასასრულს კი „ენერგოჯაიზერი“ (თამაში - სკამობანა) მოაწყვეს, რამაც ისინი გაამხიარულა და განწყობა აუმაღლა.

დღე დააგვირგვინა თოვლის მოსვლამ. გაკვეთილების ბოლოს, მასწავლებლებმა ბავშვები სკოლის ეზოში გაიყვანეს და 2 ლამაზი თოვლის ბაბუა გააკეთეს, რომელსაც „თოვლის მასწავლებლები ორბელის საჯარო სკოლიდან“ დაარქვეს.

„არ დაგიმალავთ და ძალიან ვიხალისეთ მასწავლებელმა და მოსწავლეებმა, გვიმრავლოს ასეთი პოზიტიური დღეები ყველას...ვეცადეთ პოზიტიური დღე პოზიტიურად დაგვესრულებინა, ვფიქრობთ გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ასეთი აქტივობები მოსწავლეებში მოტივაციას ამაღლებს და ასევე, მათ ნასწავლი მასალა უკეთ ამახსოვრდებათ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203