შილდის N2 სკოლის ეკოკლუბი „ბუნების მცველები“, გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, ეკოაქტივობებს ახორციელებს
21-02-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლა მიმდინარე წელს, მასწავლებლების, მაია ხმიადაშვილის და გვანცა გულიაშვილის ხელმძღვანელობით, მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ჩაერთო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსში ჩართული პირები თავად ხდებიან მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილენი. სკოლის ეკოკლუბის „ბუნების მცველების“ ინიციატივით, განხორციელდა მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნის შესაბამისი აქტივობები.
კონკურსი 2015 წელს დაარსდა CENN-ის ორგანიზებით, პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“, ფარგლებში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
„გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლების თუ მოსწავლეების გამოვლენისა და დაჯილდოების შესაძლებლობას იძლევა, არამედ ეს არის სკოლებისათვის ახალი შესაძლებლობების, ცოდნის მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესი.
ამასთან, კონკურსის მთავარი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და დაანახოს მათ საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები, ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად.
გვჯერა, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტის მონაწილენი ჩვენი ქვეყნის მომავალი აქტიური წევრები გახდებიან, რომლებიც ხელს შეუწყობენ სათემო განვითარებას და ცვლილებებს უკეთესი გარემოს მისაღწევად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს