განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სუფთა გარემოს შენარჩუნებას ცდილობენ
23-04-2018
დმანისის განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და საყვავილეები მოაწყვეს.
ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქციის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
„მოსწავლეები აქციაში ხალისით ჩაერთვნენ. ისინი ბუნებას უფრთხილდებიან და სუფთა გარემოს შენარჩუნებას ცდილობენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს