თბილისის N133 სკოლის დირექტორმა ესეების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა
21-02-2023

თბილისი N133 საჯარო სკოლაში მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოებისა და წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები და კონკურსები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში თვითმმართველობის ორგანიზებით, ესეების კონკურსი - „ადამიანის უფლებები“ ჩატარდა. კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს - ელენე ჩალაძეს (მე-7 კლასი ), ელენე ცისკარიშვილსა და ანი ბეჟიკოშვილს ( მე-7 ) დირექტორმა - ლიანა ფუტკარაძემ სერტიფიკატები გადასცა და აქტიურობისა და პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

თვითმმართველობის თავმჯდომარემ მარიამ გურულმა კი გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა, სამომავლოდ წარმატებები უსურვა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და უნარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203