„ვიკითხოთ ხმამაღლა და შევცვალოთ მსოფლიო“- შილდის N2 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
21-02-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და კითხვის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება.

რასაკვირველია, სკოლაში აღნიშვნის გარეშე არ დარჩენიათ საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რომელსაც საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.

მე-6 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ აქტივობებში, სტუმრად მიიწვიეს უმცროს და უფროსკლასელი მოსწავლეები.

მოსწავლეებმა ერთმანეთს წარუდგინეს საყვარელი წიგნები, გააკეთეს პრეზენტაცია და მათთვის რჩეული ნაწარმოებებიდან დამსწრე საზოგადოებას ნაწყვეტები ხმამაღლა წაუკითხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, უფროსკლასელებმა შეაჯამეს დღე, ისაუბრეს მათი შეხვედრის მიზანზე, წიგნიერებასა და მომავალზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია სწორედ განათლებასთან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203