„პატარა მკითხველი მკითხველებს“ - თბილისის N16 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
21-02-2023

დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურისადმი სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ.

ამის მაგალითია სასკოლო პროექტი - „პატარა მკითხველი მკითხველებს“, რომელიც მე-3 კლასში განხორციელდა. მის მომზადებაში მესამეკლასელები და მათი დამრიგებლები: მანანა გაბელია, ნინო პარკაული და მარინა სიხარულიძე აქტიურად ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და ხელოვნების ნიმუშები სკოლაში წარადგინეს. ისინი ასევე საინტერესო ნაწარმოებებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

„ასეთი პროექტები მოსწავლეებს წიგნიერების დონეს აუმაღლებს  და ხელს შეუწყობს მომავალ თაობას გააზრებულ, კარგ მკითხველებად ჩამოყალიბდნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203