ნოღის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული - იოსებ პერტაია ოქროს მედლით დაჯილდოვდა
21-02-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - იოსებ პერტაიას კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ წარმატების საწინდარი მოსწავლის მონდომება და დაუღალავი შრომა გახდა, რაც მან დაამტკიცა.
„არ არსებობს მასწავლებლისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც თავისი აღსაზრდელის სიხარულით გაბრწყინებულ თვალებს უყურებს და ფიქრობს ამაში წვლილი მასაც მიუძღვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლის სიხარული მთელმა სოფელმა, ოჯახმა და პედაგოგებმა გაიზიარეს.
„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის ოქრო ბიჭს, იოსებ პერტაიას, ამ სიხარულის მინიჭებისათვის და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ასპარეზზე ჩვენ ვამაყობთ შენით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს