ჭყვიშის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს თოვლის მოსვლა დღესასწაულად უქციეს
21-02-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში თოვლის მოსვლა მოსწავლეთათვის დღესასწაულად იქცა.

თოვლის მოსვლისგან გამოწვეულმა სიხარულმა დიდი თუ პატარა გააერთიანა. მასწავლებლები ბავშვებთან ერთად სკოლის ეზოში გავიდნენ და იხალისეს - თოვლის ბაბუა გააკეთეს, იგუნდავეს, დრო ხალისიანად გაატარეს.

ეს დღე თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისთვის დაუვიწყარ, ლამაზ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203