
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში თოვლის მოსვლამ მოსწავლეები გაახარა და განწყობა აუმაღლა.
სკოლის ეზოში ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად იგუნდავეს, თოვლის ბაბუა გააკეთეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
მათმა ჟრიამულმა მთელი სკოლა მოიცვა და ყველას ამაღლებული განწყობა შეუქმნა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ისინი ამართლებენ სლოგანს „ჩვენთან სიყვარულია“, რაც ერთმანეთთან მეგობრულ დამოკიდებულებაშიც აისახა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: