„ირგანჩაის საჯარო სკოლა წარმატებული ახალგაზრდების სამჭედლოა“ - სკოლის დირექცია რასიმ მუსტაფაევს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
21-02-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლას პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს.
სკოლას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა - სტატუსი რასიმ მუსტაფაევმა მოიპოვა.
სკოლის დირექცია პედაგოგს წარმატება ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„ხშირად ვწერთ, რომ ირგანჩაის საჯარო სკოლა წარმატებული ახალგაზრდების სამჭედლოა...არ გვბეზრდება... თავაწეული კიდევ ერთ წარმატებულ, ახალგაზრდა პერსპექტიულ ახალგაზრდას წარმოგიდგენთ. მთელი სკოლა ულოცავს რასიმ მუსტაფაევს უფროსი მასწავლებლის სტატუსს და კიდევ ულევ წარმატებას უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს