ქუთაისის N38 სკოლაში IV კლასის მოსწავლეებთან, თემაზე - „ბულინგი, ბავშვები, ინტერვენციები და პრევენციები“, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
21-02-2023
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის IVბ კლასში, დამრიგებლის ორგანიზებით მოეწყო საინტერესო შეხვედრა თემაზე - „ბულინგი, ბავშვები, ინტერვენციები და პრევენციები“.
შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისა და გადაჭრის გზები, მოსწავლეები აქტიურად აფიქსირებდნენ თავიან მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებს.
შეხვედრას პედაგოგები: ფიქრია სილაგაძე და ნათია თევდორაძე, ხელმძღვანელობდნენ.
აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ ბავშვებთან დგას, სწორედ ამიტომ სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხისადმი მათი ცნობიერების ამაღლება.