თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ
21-02-2023

სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და ცოდნის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მათ მრავალფეროვან გასვლით გაკვეთილებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები სტუმრად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თინათინ ანასაშვილი; დამრიგებელი - დალი კუპატაძე) იმყოფებოდნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა სასკოლო სივრცეში, გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მუზეუმში ნანახითა და მოსმენილით გაიღრმავეს. ისინი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაეცნენ, მის შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინეს.

„ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა და შემეცნება ეროვნული ცნობიერებისა და სულისკვეთების ჩამოყალიბების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203