გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი მეცნიერი ქალების შესახებ პრეზენტაციები გამართეს
21-02-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლაში, სხვადსხვა აქტუალურ თემებზე, საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია მეცნიერ ქალთა და გოგონათა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

შეხვედრა 10 თებერვალს შედგა, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ცნობილი ქართველი მეცნიერი ქალების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს, დამსწრეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მის ირგვლივ იმსჯელეს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მგავსი შევედრებით კი, ისინი ახალი ინფორმაციის შეძენის გარდა, საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირებას ეჩვევიან და მეტად თავდაჯერებულები ხდებიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203