
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და მათი ცოდნისა და უნარების წარმოჩნა-განვითარების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
მათ შორის, 9 თებერვალს, სკოლაში რუსული ენის მასწავლებელმა როზა იუზბაშევამ რუსულ ენაში მხიარული და შემეცნებითი ვიქტორინა ჩაატარა. ვიქტორინაში V-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვიქტორინა მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბავშვებმა დასმულ საკითხებს წარმატებით გაართვეს თავი.
ღონისძიების ბოლოს ვიქტორინის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: