
გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან პროექტებს სთავაზობენ და მათი ცოდნის ამაღლებასა და უნარების განვითარებას ცდილობენ.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა ისტ-ის გაკვეთილზე ახალ პროექტზე იმუშავეს. პროექტის მთავარი საკითხი იყო - რა არის ინფორმაცია?...
მოსწავლეები პროექტში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. პროექტის ფარგლებში პოსტერები დაამზადეს და საგანში ცოდნა გაიღრმავეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებმა უკვე იციან რა არის ინფორმაცია და თავისუფლად ამზადებენ თემის შესახებ პოსტერებს , ასევე შეუძლიათ საკითხი მეგობრებსაც აუხსნან.
იხილეთ ფოტოები: