პირველი თოვლის მოსვლით გამოწვეული სიხარული მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად გაიზიარეს
21-02-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში პირველი თოვლის მოსვლას მოსწავლეები ჟრიამულით შეხვდნენ.

თოვლის მოსვლისგან გახარებულმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის ეზოში დღესასწაული მოაწყვეს. ბევრი იგუნდავეს, იმხიარულეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

სკოლის ეზოში ამაღლებული განწყობა სუფევდა, რომელმაც დიდი თუ პატარა მოიცვა.

ბავშვებმა სკოლის დირექტორის - ნაზი სადილიანის დახმარებით, ლამაზი თოვლის ბაბუა გააკეთეს. ხელმძღვანელმა მოსწავლეებთან ერთად თოვლის მოსვლის სიხარული გაიზიარა.

დღე სასკოლო საზოგადოებისთვის დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203