„როგორ გავხდეთ მსოფლიოს მბრძანებელი, ანუ ფარადეის გალია“ - ქუთაისის N12 სკოლის მეათეკლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
20-02-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის ამაღლებაზე ორიენტირებული გაკვეთილები ტარდება. მასწავლებლები ცდილობენ, სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლე ჩაერთოს, სწორედ ამიტომ მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებმა ( პედაგოგიო - თ. ხაჩიძე) ფიზიკის პროექტზე - „როგორ გავხდეთ მსოფლიოს მბრძანებელი, ანუ ფარადეის გალია“ მუშაობა დაასრულეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანს იმ მოვლენის გამოკვლევა წარმოადგენდა, რომელიც ფიზიკაში „ელექტროსტატიკური დაცვის“ სახელითაა ცნობილი.

მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას რამდენიმე ეტაპი გაიარეს: გამოიკვლიეს ექსპერიმენტულად - როგორ მოქმედებს დამუხტული სხეულის ველი „ელექტრულ სულთანზე“, როცა იგი მოთავსებულია ლითონის ბადის შიგნით; როგორ არის განაწილებული ელექტრული მუხტი ღრუ სფეროს შიგნით.

მათ ასევე გაარკვიეს - რა მოხდება, თუ გამტარ სხეულს გარე ელ. ველში მოვათავსებთ; როგორ არის განაწილებული ელ. მუხტი გამტარის ზედაპირზე და მის შიგნით; ისაუბრეს თუ რატომ ათავსებენ სხვადასხვა სიდიდეთა გამზომ უზუსტეს ხელსაწყოებს ლითონის ყუთში და რატომ ფარავენ სათავსს, რომელშიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს ინახავენ, ყველა მხრიდან ლითონის ბადით.

მიიღეს ინფორმაცია და გაიგეს უფრო მეტი - რატომ ჰქვია ლითონის ბადეს, რომელიც ელ. ველის ეკრანირებას (მისგან დაცვას) ახდენს, „ფარადეის გალია“ როგორ იცავენ ჭექა-ქუხილისაგან, ფარადეის გალიის დახმარებით, ნავებსა და ხომალდებს გაშლილ ზღვაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203