წერეთელის საჯარო სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსანი“ საინტერესო აქტივობებით შეაჯამეს
20-02-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს ნაყოფიერ, საინტერესო და ცოდნის მიღებაზე ორიენტირებულ გაკვეთილებს სთავაზობენ. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ერთვებიან და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.

მეათეკლასელებმა ამჯერად, ერთმანეთს „ვეფხისტყაოსნისგან“ მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს. მათ შოთა რუსთაველის პოემის შესწავლა დაასრულეს და საინტერესო გაკვეთილი მოაწყვეს. მოსწავლეებმა პლაკატები შექმნეს, რომლებზეც პოემიდან ამონარიდი ფრაზები დაიტანეს.

მოსწავლეებმა გენიალური „ვეფხისტყაოსნიდან“ ყველაზე დასამახსოვრებელი მონაკვეთები - „მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა“ გაიხსენეს და კლასში გააჟღერეს. მათ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203