პერევის საჯარო სკოლაში გოგონათა შორის ფრენბურთის ჩემპიონატი ჩატარდა
20-02-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება. 

ამჯერად, სკოლაში, სპორტის მასწავლებლის - რუსუდან ბერიძის ხელმძღვანელობით, გოგონებს შორის ფრენბურთის შეჯიბრი ჩატარდა.  ჩემპიონატი პერევის და სპეთის საჯარო სკოლებს შორის წარიმართა. 

ტურნირის გამარჯვებული გახდა პერევის საჯარო სკოლა.

გამარჯვებული მოსწავლეები სპორტის მასწავლებლმა - რუსუდან ბერიძემ დიპლომებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203