მერჯევის საჯარო სკოლაში, მესამეკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის სიხარული მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან ერთად გაიზიარეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მასწავლებლები საინტერესო გაკვეთილებსა და აქტივობებს ატარებენ.ამჯერად, სკოლაში „წიგნის საჯაროდ კითხვის“ მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება მე-3 კლასში წარიმართა. მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ლამაზი და საინტერესო გარემო მოაწყვეს. მასწავლებლებმა ბავშვების ოჯახის წევრები: მამები, ბებიები და დედები მიიწვიეს, რომლებმაც საინტერესო მოთხრობები წაიკითხეს. მათ ასევე წაკითხული ტექსტებიდან გამომდინარე დისკუსია გამართეს და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.
„დავხატეთ ჩვენი წაკითხული მოთხრობა, განსაკუთრებული აქტიურობა და სიხარული მოწვეულმა სტუმრებმა გამოხატეს. ისინი სიამოვნებით ჩაერთნენ სამუშაო პროცესში“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავს აქტივობებში მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები: