ღების საჯარო სკოლაში ეკოკომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
20-02-2023
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლაში მუშაობს ეკოკომიტეტი, რომელმაც აქტიური გარემოსდაცვითი საქმიანობა დაგეგმა. 

10 თებერვალს, ღების საჯარო სკოლაში, ეკოკომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს სამოქმედო გეგმის შედგენა წარმოადგენდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დოკუმენტი აუდიტის შედეგებზე დაფუძნებით შეიქმნა და განსაზღვრავს საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც პროექტის მსვლელობისას განხორციელდება.

ეკოკომიტეტის წევრებმა, ერთმანეთთან შეთანხმებით, განსაზღვრეს მისაღწევი მიზნები და შესაბამისი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს, მდგრადობის მიმართულებით, სკოლის მართვისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203