ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლით მიღებული შთაბეჭდილებები აღწერეს
20-02-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად ხორციელდება. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „მაკნატუნა“ ნახეს და ჰანს კრისტიან ანდერსენის „მამაცი კალის ჯარისკაცი“ წაიკითხეს. შემდეგ მათ კომპლექსური დავალება შეასრულეს - დაამზადეს აფიშა და წერილობით წარმოადგინეს სპექტაკლზე მიღებული შთაბეჭდილებები, გამოხატეს ემოციები და დამოკიდებულებები ზღაპრების პერსონაჟების მიმართ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თეატრში კვლავ სტუმრობის სურვილიც გამოთქვეს. 

აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203