სპორტის მასწავლებლის - მელანია დოლიძის ჰოკეისტ მოსწავლეთა გუნდი - „ბათუმის თოლიები“ შეჯიბრებებში წარმატებით ასპარეზობს
20-02-2023

მელანია დოლიძე სპორტის მასწავლებელია, რომელიც შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა. ის პროფესიულად მუდმივად ვითარდება, აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა შეჯიბრსა და აქტივობაში. მისი ჩართულობით მოტივაციას თავის მოსწავლეებსაც უმაღლებს.

ამის მაგალითია, ჰოკეისტთა გუნდი - „ბათუმის თოლიები“, რომლის მწვრთნელიც თავადაა. გუნდის მონაწილეები სხვადასხვა შეჯიბრში აქტიურად მონაწილეობენ, წარმატებას აღწევენ და მოწინავე ადგილებს იკავებენ.

ისინი მომავალი ჰოკეისტები არიან, რომლებიც დიდი მონდომებითა და ინტერესით ვარჯიშობენ. მათთვის სპორტის ეს სახეობა ძალიან საინტერესოა და მას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203