რუსთავის N9 საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრებების კვირეული ჩატარდა
23-04-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლაში ჩატარდა სპორტის კათედრის კვირეული, რომელსაც სპორტის პედაგოგი დიანა სირანაშვილი უწევდა ორგანიზებას. კვირეულის ფარგლებში უამრავი საინტერესო ტურნირი და ღონისძიება გაიმართა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ტურნირები ჭადრაკსა და შაშში, სადაც გამოვლინდნენ სკოლის ჩემპიონები გოგონებსა და ვაჟებს შორის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.
ასევე ჩატარდა ტურნირი ფრენბურთში, სადაც სკოლის ჩემპიონი გახდა მე-10 კლასის გუნდი.
მხიარულ სტარტებში კი პირველობა არავის დაუთმო მე-6 კლასის გუნდმა.
კვირეულის დასასრულს გამარჯვებული მოსწავლეები და გუნდები სკოლის დირექციამ დიპლომებით დააჯილდოვა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს