„ისტორიული ძეგლების არქიტექტურა“- თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
20-02-2023
თბილისის N133 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს შედეგსა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე საინტერესო პროექტზე - „ისტორიული ძეგლების არქიტექტურა“, იმუშავეს. ისინი ჯგუფებად დაიყვნენ, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, შემდეგ კი პრეზენტაცია მოაწყვეს.
პრეზენტაციებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, ერთმანეთის ნამუშევრები კლასელებმა შეაფასეს.
„წარმატებები ჩვენს ნიჭიერ და ყოჩაღ პატარებს და კრეატიულ პედაგოგს - მარიამ თოიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს