ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამიტომ დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით მრავალფეროვან აქტივობებს თუ ღონისძიებებს სთავაზობენ.
მათ შორის, სკოლაში ხალისით აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. წიგნიერების დღესასწაულს სხვადასხვა აქტივობა მიეძღვნა.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა უფროსკლასელებთან ერთად საჯაროდ წაიკითხეს ნაწყვეტები საყვარელი ნაწარმოებებიდან, შექმნეს პოსტერები, მოამზადეს კედლის გაზეთები, გამართეს კონკურსი მხატვრულ კითხვაში.