
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - კესო ჩიკვილაძეს, გვანცა აფრიდონიძეს, ანი ჩუბინიძესა და დავით კოსტავას კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.
მოსწავლეები სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის უნიჭიერესი მოსწავლეები, აწ უკვე წარმატებული სტუდენტები… „სწავლა ცოდნის თესლია, ცოდნა - ბედნიერებააო!“ დიახ, ამ ბედნიერ წუთებს, წამებს, დღეებს გილოცავთ ბავშვებო, მშობლებო, პედაგოგებო, ეამაყებით თქვენს მშობლიურ სკოლას!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე.
იხილეთ ფოტოები: