„მსოფლიოს 7 საოცრება“ - ხეოთის საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივი კათედრის ორგანიზებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
20-02-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. პედაგოგები მოზარდებს მათი ცოდნისა და უნარების წამოჩენა განვითარების მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით თუ კულტურულ ღონისძიებებში რთავენ.

ამჯერად, სკოლაში, საზოგადოებრივი კათედრის ორგანიზებით, ღონისძიება - „მსოფლიოს 7 საოცრება“ გაიმართა. 

ისტორიის მასწავლებელმა, გიორგი ნებაძემ ჩაატარა ღონისძიება, რომელშიც საბაზო-საშუალო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე  თავად მოამზადეს პრეზენტაციები და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს. 

მათმა ნამუშევრებმა მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

სკოლაში ღონისძიების მონაწილეებს მადლობას უხდიან. 

„მადლობას ვუხდით მოსწავლეებს და მასწავლებელს საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებისთვის“,-აღნიშნავენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203