ოდიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოწვევას - „ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე!“ შეუერთდნენ
20-02-2023
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მათ პირველი მაისის საჯარო სკოლის გამოწვევა მიიღეს - მე-10 კლასის მოსწავლეები პროექტში - „ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე“ ჩერთნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კეთილ საქმეში მოსწავლეები სიხარულით მონაწილეობენ. მათ პროექტის მეშვეობით, შესაძლებლობა მიეცათ, რომ თავიანთი წვლილი შეეტანათ მიუსაფარ ცხოველთა შესახებ წამოწყებულ კეთილ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი ცხოველების სიყვარულსა და ზრუნვას სწავლობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203