ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლის წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაში
20-02-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლეები როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლის - გურამ ქსოვრელის წარმატებას აღნიშნავენ. მოსწავლემ მათემატიკის ოლიმპიადაში ისახელა თავი.
გურამ ქსოვრელს „კინგსის“ 2022 წლის მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილის დიპლომი და კინგსის რჩეულთა ბანაკის საგზური გადაეცა.
გურამ ქსოვრელს სკოლაში წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, გურამს და წარმატებას ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.