წეროვნის N2 სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - ანანო ბუჩუკურს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა
20-02-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ანანო ბუჩუკური კუთვნილი ოქროს მედალით დაჯილდოვდა. 

მედალი და ოქროს მედალოსნის სერტიფიკატი კურსდამთავრებულს სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გადაეცა. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი სკოლის კურსდამთავრებულს, ანანო ბუჩუკურს, ვულოცავთ სკოლის წარჩინებით დამთავრებას და მოპოვებულ ოქროს მედალს! ანანო ამჟამად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. წარმატებებს ვუსურვებთ სწავლასა და პირად ცხოვრებაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203