ახლოლალოს საჯარო სკოლის პედაგოგისა და მისი მოსწავლეების ეკოაქტივობა
20-02-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებს და ამ მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
სწორედ აღნიშნული მიზნით დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ლეილა მამედოვამ საინტერესო აქტივობა ჩაატარა.
მასწავლებელმა, ბავშვებთან ერთად, სკოლის ეზოში ნერგები დარგო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგი ყოველთვის ცდილობს მოსწავლეებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი ცნობიერება და მათ ბუნების სიყვარულსა და მოფრთხილებას ასწავლის.
მსგავსი აქტივობებით, ბავშვები თავიდანვე ეჩვევიან გარემოზე ზრუნვას და ეკოლოგიურ საკითხებზე, მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ.