ციხისძირის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული - ელენე ლიპარტელიანი კუთვნილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა
20-02-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - ელენე ლიპარტელიანს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა.
წარჩინებული კურსდამთავრებული სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„ციხისძირის საჯარო სკოლა ულოცავს ელენე ლიპარტელიანს ოქროს მედალზე სკოლის დამთავრებას. ასევე, დიდი მადლობა სკოლის პედკოლექტივს, დირექციას, კლასის ხელმძღვანელს თანადგომასა და გაწეული ღვაწლისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს