„გახდი აქტიური მკითხველი“ - დილისკის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
20-02-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და ინფორმაციული პროექტი ხორციელდება, მათ შორის აღსანიშნავია, კონსულტანტ-მასწავლებლის ინიციატივა - „გახდი აქტიური მკითხველი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო შემოქმედებითი კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეები ერთობლივად კითხვის გზით გაცნობოდნენ - ლიტერატურის ღირებულებას, ცნობილი მწერლების ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ასტრიდ ლინდგრენის, ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და პეტრიაშვილის შემოქმედებიდან ამონარიდები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი წიგნის შესაქმნელად შეარჩიეს ტექსტები და შექმნეს ნახატები გასაფორმებლად.
ასევე, წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, კითხვის დღე მოეწყო, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლები.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ პროექტის განხორციელების პროცესში, მოსწავლეები გახდნენ მოტივირებულები, გაუჩნდათ ინტერესი წიგნის კითხვისადმი და გამოთქვეს სურვილი მსგავსი ტიპის აქტივობებში, კვლავ აქტიურად ჩაერთონ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს