ქვემო ქედის საჯარო სკოლის მასწავლებელმა - თამარ ლოსეურაშვილმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
20-02-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები ასწავლიან.

სკოლის ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია თამარ ლოსეურაშვილი, რომელმაც სტატუსი აიმაღლა და უფროსი მასწავლებელი გახდა.

მის წარმატებას სკოლა იზიარებს:

„ქვემო ქედის საჯარო სკოლა სიამაყით ულოცავს ჩვენი სკოლის ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგს, თამარ ლოსეურაშვილს, უფროსი მასწავლებლის სტატუსს. ორმაგად ბედნიერები ვართ, რადგან თამარი ჩვენივე სკოლის ოქროს მედლის მფლობელია და გვჯერა, რომ მასწავლებელიც რჩეულთა შორის რჩეული იქნება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203