კალის საჯარო სკოლის ერთადერთი პირველკლასელი - ლუკა ხარძიანი დედის დღისთვის საგანგებოდ ემზადება
20-02-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღის აღსანიშნავად მზადება უკვე დაიწყეს.
მათ შორისაა ერთადერთი პირველკლასელი ლუკა ხარძიანი, რომელმაც მისთვის განკუთვნილი ლექსი ხელით გადაწერა და პედაგოგებს მალე დასწავლას შეჰპირდა.
სკოლაში მისით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„ერთადერთი პირველკლასელი ლუკა ხარძიანი დედისთვის „დედის დღის“ მისალოცად უკვე ემზადება... მისთვის საგანგებოდ მოტანილი ლექსის სახლში წაღება არ „იკადრა“ პატარამ, ითხოვა, მე თვითონ გადავწერ, ვისწავლი და ისე მოვალო! კალას საჯარო სკოლას ძალიან უხდება ასეთი მოწაფე! ვუსურვებ ლუკას, როცა გაიზრდება, მთელი საქართველო ამბობდეს, რომ „ლუკა საქართველოს უხდება“! თუ ასე განაგრძო, ეჭვი არ არის, მხოლოდ მშობლებს და სკოლას კი არაბ ქვეყანას გაახარებს. გელოდებით, ლუკა“,- ინფორმაციას სკოლა და VIII კლასის მოსწავლე გიორგი მარგველანი გვაწვდიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს