„მე მიყვარს ვეფხისტყაოსანი“ - გულგულის საჯარო სკოლაში პრეზენტაცია გაიმართა
20-02-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებმა - ნანა შიშმანაშვილმა და ვარიკო გიორგანაშვილმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია „მე მიყვარს ვეფხისტყაოსანი“ წარმოადგინეს. ღონისძიებაში IV-VI-X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, X კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია „POWER POINT-ში“ წარმოადგინეს და უმცროსკლასელებს შოთა რუსთაველის ბიოგრაფია და პოემის მოკლე შინაარსი გააცნეს.

უმცროსკლასელებმა ღონისძიებაზე „ვეფხისტყაოსნიდან“ საყვარელი სტროფები და აფორიზმები ზეპირად წაიკითხეს. ერთმაენთს ცოდნა გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203