ეწერის საჯარო სკოლის სამხატვრო გალერეაში მერვეკლასელი ლუკა ქარდავას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
20-02-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და რეალიზებას.
სწორედ ამ მიზნით სკოლაში სამხატვრო გალერეა გაიხსნა, სადაც მოსწავლეთა ნახატების გამოფენა ეტაპობრივად მოეწყობა.
გალერეის გახსნისას, მერვე კლასის მოსწავლის ლუკა ქარდავას პერსონალურ გამოფენა გაიმართა.
პროექტის ხელმძღვანელები, პედაგოგები მთვარისა ფიფია და ნანა ჯიქია გახლავთ.
„რამდენი ხანი ვემზადებოდით... ლუკას უყვარს ხატვა, უყვარს შრომა, უყვარს ღიმილი ... მეგობრები... მისი ნახატების თემატიკა მრავალფეროვანია, მთავარია, რომ ყველგან სითბო და სიყვარულია... ფერწერა, გრაფიკა... ლუკას პალიტრა საინტერესოა... ძალიან ისიამოვნეს დამთვალიერებლებმა... ლუკას წარმატებები უსურვეს სკოლის დირექტორმა რობერტ გელოვანმა, სასწავლო ნაწილის გამგემ მარიკა კიკალიშვილმა და ვალერიანე ფიფიამ...
მადლობა სკოლის ადმინისტრაციას თანადგომისთვის“ - აღნიშნავენ პროექტის ხელმძღვანელები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს