ბებნისის საჯარო სკოლამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
20-02-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თურქ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სკოლამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, სკოლაში შეგროვდა თბილი ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები.
სკოლა მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პედაგოგს მაია მაჭარაშვილს, ხელოვნების პედაგოგს ჟანა გიგუაშვილს, მოსწავლეთა თვითმართველობის წევრებს, მშობლებს და თითოეულ მოსწავლეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ პროექტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს