საროს საჯარო სკოლაში ლიდერი მასწავლებლების სამუშაო შეხვედრები იმართება
17-02-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განათლებასა და მოტივირებაზე, ასევე პირად კარიერულ წინსვლაზე არიან ორიენტირებული. ისინი ამ მიზნით სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ.
სკოლაში საბაზო განათლების პროგრამაში ჩართული ლიდერი მასწავლებლები სამუშაო შეხვედრებს კოლეგებთან მართავენ. ისინი ერთმანეთს გამოცდილებასა და საჭირო ინფორმაციას უზირებენ.
შეხვედრები საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს.