„ხატოვანი გამონათქვამები წიგნზე“ - გულგულის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს
17-02-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იმართება სხვადასხვა აქტივობა, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები. 

ამჯერად, IV კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაში ჩაერთნენ. მათ მასწავლებლებმა - ვარიკო გიორგანაშვილმა და ეკატერინე თუშიშვილმა პრეზენტაცია PowerPoint -ში წარუდგინეს. მისი თემა იყო - ხატოვანი გამონათქვამები წიგნზე. მოსწავლეებმა იმსჯელეს, გამოთქვეს საკუთარი აზრი და დაასკვნეს - „წიგნი ჩვენი მეგობარია“. 

აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, რაზეც მოსწავლეთა ჩართულობაც მეტყველებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203