გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ღვაწლი ღონისძიებით აღნიშნეს
17-02-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს თემატური აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ყოფილა. ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობები სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა ჯილდა ტერტერაშვილმა გამართა. 

მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია და ფილმი ნახეს. ბოლოს, გაიმართა დებატები - „აღმაშენებელი ძლიერი მეფე და პიროვნება", როგორც „გალობანი სინანულის" ავტორი“.

აქტივობებმა ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203