ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შესრულებული „რაჭული“ თოვლში
17-02-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობაზე თოვლმა იზრუნა. მათ თოვლში იგუნდავეს, ითამაშეს და ექსპრომტად რაჭულიც იცეკვეს. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ვიდეო გადაიღეს.
დადებითმა განწყობამ ყველა მოიცვა, სკოლის ეზოში ჟრიამული ისმოდა.