„უსახლკაროდ დარჩენილი ცხოველები“ - თელავის N9 სკოლის გერმანული ენის მასწავლებელის - ჰაიკე ქურთისა და მისი მოსწავლეების შთამბეჭდავი პროექტი
17-02-2023
თელავის N9 საჯარო სკოლის, გერმანული ენის მასწავლებელმა ჰაიკე ქურთმა, მე-10 კლასის მოსწავლეებს პროექტი - „უსახლკაროდ დარჩენილი ცხოველები“, შესთავაზა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უსახლკაროდ დარჩენილი ცხოველების პრობლემებს და მოიფიქრეს გადაჭრის გზები.
სკოლის მოსწავლეებმა ნაფიქრი საქმედ აქციეს და რეალური დახმარება შესთავაზეს „ქუჩის“ ძაღლებს...
თემა გერმანული ტესტიდან იყო აღებული. შესაბამისად, მასზე მუშაობისას მოსწავლეები გერმანულად საუბრობდნენ.
„პროექტი წარმატებით განხორციელდა, სკოლის წინ განთავსებული ძაღლის სახლი სწორედ ამ პროექტის შედეგია.
ეს სახლი, სულ მცირე ერთ ძაღლს მაინც შეუმსუბუქებს ზამთრის ცივი დღების გადატანას... მადლობა ჰაიკე მასწავლებელს და მე-10 კლასის მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს