„ინგლისური ენის ცოდნა მომგებიანია“ - ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა 
17-02-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები ტარდება, მათ შორის აღსანიშნავია - „ინგლისური ენის ცოდნა მომგებიანია“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა საკმაოდ საინტერესო და სახალისო იყო, ბავშვები პროცესში, დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა, აქტივობის ფარგლებში უცხო ენის მნიშვნელობასა და მისი ცოდნის საჭიროებაზე, ქუჩის გამოკითხვაც კი ჩაატარეს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ თუ სოციალურ განვითარებას, მათი ცოდნის ამაღლებას და თვალსაწიერის გაფართოებას. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203