ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებს გაკვეთილებზე ტრენერები დაესწრნენ
17-02-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლას საბაზო განათლების პროგრამის ტრენერები - ნათია ფარტენაძე და ნათია მაკარაძე ესტუმრნენ. 

ისინი მასწავლებლებს - ნარგიზ ტაკიძეს, ნათია კილაძეს, მანანა მახარაძეს, გულვარდი სურმანიძეს, ჯულიეტა სურმანიძეს, მადონა სურმანიძესა და დარინა სურმანიძეს გაკვეთილებზე დაესწრნენ.
 
საგაკვეთილო პროცესმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. პედაგოგებმა ტრენერებისგან დადებითი უკუკავშირი მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203