სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
17-02-2023
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მათ დიორამები დაამზადეს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა, თუ რისი გაკეთება მოუწევდათ მოსწავლეთა ჯგუფებს. 

მეოთხეკლასელებმა დაამზადეს შენობები ,შემოღობეს ეზოები, გამოიყენეს წებოვანი ლენტი, ცხელი წებო, ფერადი ქაღალდები, ასანთის ღეროები და კოლოფები ,გაიყვანეს გზები და ქუჩები, საღებავის დახმარებით. ფერადი ქაღალდისაგან და მუყაოსგან დაამზადეს მარადმწვანე ხეები და გაალამაზეს ეზოები, შექმნეს რობოტები, რაკეტები და კოსმოსური ხომალდები. 

მათი ხელმძღვანელი მასწავლებელი ნონა ფარულავა იყო. 

„მხოლოდ ფანტაზია და მარჯვე ხელები იყო საჭირო, რაც საუკეთესოდ გამოიყენეს მოსწავლეებმა. აი, პატარების ფანტაზიის მომავლის ქალაქიც მზადაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203