სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე დავით აღმაშენებლის ღვაწლი აღნიშნეს
17-02-2023
აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.

მერვე კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს, რომელიც წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა. 

პრეზენტაციისას მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს ისტორიაში დავით მეფის როლზე, შეაფასეს მისი მმართველობა და გატარებული რეფორმები და მის ხსოვნას პატივი მიაგეს, ბოლოს კი ანა კალანდაძის ლექსი „ფეხი დამადგით“ წაიკითხეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203