ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში ინგლისური ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კლუბი წარმატებით ფუნქციონირებს
17-02-2023

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში ინგლისური ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრში ფუნქციონირებს ინგლისური ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კლუბი English for all, სადაც გაერთიანებული არიან მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები.

კლუბს პედაგოგები -  ელენა კაპანაძე და მაკა გოგოლაძე ხელმძღვანელობენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბის მუშაობა ხელს შეუწყობს წერა-კითხვის უნარების განვითარებას, ლექსიკური ერთეულების შესწავლას, საგნისადმი მეტ დაინტერესებას, საკუთარი ცოდნის მეტად წარმოჩენას. მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავებას.

საკლუბო მუშაობა მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩევა. 

ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი წითელქუდა (Litlle Reding hood), თარგმნეს ის და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს, ამის შემდეგ კი მოსწავლეებმა უნდა შექმნან ილუსტრირებული წიგნი და დადგან სცენარი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203