კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
17-02-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

შესაბამისად, 8 თებერვალს, სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ხალისით აღინიშნა. 

წიგნიერების დღესასწაულს ორგანიზება ნატალია ქორთიევმა, თამარ მელქოშვილმა და დიანა მიქაუტიძემ გაუწიეს.

მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203